2018-05-05

ხუთი წელი სამშვილდეში

2013-2018 წლებში საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ  სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან ერთად სამშვილდეში არქეოლოგიური და ინტერდისციპლინური კვლევები წარმატების განახორციელა. ხუთი წლის მანძილზე შესრულებულია არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ოსტეოლოგიური, პალინოლოგიური, არქეობოტანიკური, ნუმიზმატიკური, პალეოგრაფიული, გეოფიზიკური, საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები.  სამეცნიერო შედეგების შესახებ გამოქვეყნებულია 10-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და დაცულია 5 საკვალიფიკაციო ნაშრომი. 

ექსპედიციის საორგანიზაციო ჯგუფი და საქართველოს უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მკვლევარსა და სტუდენტს, რომლებიც ნაყოფიერად თანამშრომლობდნენ 5 წლის მანძლზე და იმედს გამოთქვამს, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

5 წელი სამშვილდეში