2017-12-21

სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია 2017. ანგარიში

    20 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ყოველწლიური, მეხუთე საანგარიშო კონფერენცია, რომელიც გახსნა ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა პროფ. თ. ღუდუშაურმა.

      წარმოდგენილი იქნა 2017 წელს შესრულებული არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, პალინოლოგიური, არქიტექტურული კვლევების ანგარიში და ახლად გამოვლენილი მასალები. გარდა ამისა, პროფესორმა ს. ცირამუამ წარადგინა სამშვილდის ნაქალაქარისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების განახლებული მობილური აპლიკაცია.

    სადისკუსიო ნაწილში სიტყვით გამოვიდნენ ხელოვნების ისტორიკოსი, დოქტორი გიორგი გაგოშიძე /საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო/, არქეოლოგი იულონ გაგოშიძე /საქართველოს ეროვნული მუზეუმი/, თეთრიწყარო-მანგლისის ეპარქიის მიტროპოლიტი ანანია.    

     საანგარიშო წლის სამეცნიერო შედეგები საქართველოს უნივერსიტეტი არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის ჟურნალ - ,,არქეოლოგიის“ მეორე ნომერში გამოქვეყნდება.