2017-12-19

პირველი არქეოლოგიური ფორუმი

   19 დეკემბერს საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიში წარდგენილ იქნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პირველ საანგარიშო ფორუმზე.

   მოხსენება გააკეთა ექსპედიციის ხელმძღვანელმა პროფ. დ. ბერიკაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო 2017 წელს, სამშვილდეში შესრულებული არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, არქეობოტანიკური, პალინოლოგიური კვლევების ძირითადი ასპექტები. გარდა ამისა, პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა ბრინჯაოსა და ქვის ხანის ფინალური ფაზის - ნეოლითის არქეოლოგიური მასალა, რომელიც სამშვილდედან 2017 წლამდე ცნობილი არ იყო.