2017-12-13

ყოველწლიური საანგარიშო კონფერენცია. სამშვილდე 2017

     20 დეკემბერს, 17:00-ზე საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში /519/ გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ყოველწლიური საანგარიშო კონფერენცია. წარმოდგენილი იქნება 2017 წლის საველე და კამერალური კვლევის შედეგები.

პროგრამა:

მისალმება -  საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარული სკოლის დირექტორი, პროფ. თ. ღუდუშაური

 მოხსენებები:

  • დ. ბერიკაშვილი; ი. კუპალი; ალ. მიულერ-ბიენიკი - ,,სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია 2017 წელს’’.
  • გ. გრიგოლია - ,,ახლად გამოვლენილი ქვის ინდუსტრია სამშვილდედან“.
  • ნ. გაბელაია - ,,ბრინჯაოს ხანის მასალა სამშვილდის უახლესი გათხრებიდან“ .
  • ე. ყვავაძე - ,,პალინოლოგიის მნიშვნელობა არქეოლოგიაში სამშვილდის მაგალითზე’’ .
  • თ. გაბუნია  - ,,მოსაზრება 2017 წელს სამშვილდეში გამოვლენილი ახალი არქიტექტურული ობიექტების შესახებ“. 
  • ს. ცირამუა - ,,სამშვილდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლებული მობილური აპლიკაცია“.