2017-11-14

სამშვილდის პროექტის პრეზენტაცია თეირანში

   14 ნოემბერს ირანის ეროვნული მუზეუმის საკონფერნციო დარბაზში საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, პროფ. დავით ბერიკაშვილმა გამართა პრეზენტაცია - ,,საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრი და სამშვილდის ნაქალაქარის არქეოლოგიური კვლევები“.

   პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ცენტრის პრიორიტეტული მიმართულებები, უკვე განხორციელებული პროექტები და სამშვილდის ნაქალაქარის არქეოლოგიური და ინტერდისციპლინარული კვლევის შედეგები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია რომელიც ეხებოდა ქართული და ირანული არქეოლოგიური მემკვიდრეობის საკითხებს და მომავალ თანამშრომლობის პერსპექტივებს.