2017-01-26

გეგმიური მონიტორინგი სამშვილდეში

ისევე, როგორც ყოველ ზამთარს, მიმდინარე წლის 26 იანვარსაც საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გასულ წელს შესწავლილი არქეოლოგიური თხრილების გეგმიური მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის ფარგლებში განახლდა თხრილების დამცავი საკონსერვაციო ფენა რაც უზრუნველყოფს მათ დაცულობას მომავალ არქეოლოგიურ სეზონამდე.