2015-12-31

სამშვილდე ონლაინ არქეოლოგიაში

საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის 2014 წლის საველე სამუშაოების შედეგები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიურ ჟურნალ - ,,ონლაინ არქეოლოგიაში'' /#8/ გამოქვეყნდა. 

   ,,ონლაინ არქეოლოგია'' ქვეყნის მასშტაბით ერთერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი არქეოლოგიური ჟურნალია, სადაც სისტემატიურად ქვეყნდება მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები და სიახლეები. საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის 2014 წლის საველე სამუშაოების შედეგების გამოქვეყნება აღნიშნულ ჟურნალში მნიშვნელოვანია საქართველოს უნივერსიტეტის მიერ სამშვილდის ნაქალაქარზე შესრულებულ კვლევათა შედეგების ფართო სამეცნიერო საზოგადოებისათვის გასაცნობად.  

http://www.heritagesites.ge/upload/file/1451029896.pdf