2015-10-21

არქეოლოგიის საერთაშორისო დღე საქართველოს უნივერსიტეტში

20 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების დეპარტამენტების ინიციატივით არქეოლოგიის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მოწვეულმა სტუმარმა, არქეოლოგმა ი. გაგოშიძემ გამართა საჯარო ლექცია ,,დედოფლის მინდორი:არქეოლოგიური გათხრები".

ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მოხსენების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია და მსჯელობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი პირველი და ერთადერთი სამეცნიერო დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც არქეოლოგიის საერთაშორისო დღე აღნიშნა.