2016-11-01

სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიში 2016

   8 დეკემბერს საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში  სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ყოველწლიური საანგარიშო კონფერენცია გაიმართა. 

 

კონფერენცია გახსნა საქართველოს უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა,   პროფესორმა თ. ღუდუშაურმა

წარმოდგენილ იქნა შემდეგი მოხსენებები:

  • სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია 2016 წელს. არქეოლოგიური გათხრები სამშვილდის ციტადელში და სიონის უბანზე  - დავით ბერიკაშვილი / საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი/ 

  • სამშვილდის  პალინოლოგიური მასალის  კვლევის შედეგები  2016 წ.  ელისო ყვავაძე  / სამშვილდის არქეოლოგიურ ექსპედიციის პალინოლოგიური კვლევების მიმართულება. საქართველოს ეროვნული მუზეუმი/. 

  • სამშვილდის ოსტეოლოგიური მასალის კვლევის შედეგები  2016 წ.  მაია ბუხსიანიძე - /სამშვილდის არქეოლოგიურ ექსპედიციის ოსტეოლოგიური კვლევების მიმართულება. საქართველოს ეროვნული მუზეუმი/. 

  • სამშვილდის ციტადელსა და სიონის უბანზე ახლად გამოვლენილი არქიტექტურული ნაშთების  შესახებ.  2016 წლის გათხრები -  თენგიზ გაბუნია /არქიტექტორ-რესტავრატორი, სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის სარესტავრაციო-საკონსერვაციო მიმართულების ხელმძღვანელი/ 

  • სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის 2016 წლის გათხრების დროს მოპოვებული ლითონის ნივთების კონსერვაცია-რესტავრაცია.  ნინო ქებულაძე /ისტორიის დოქტორი,  საქართველოს ეროვნული მუზეუმის  კვლევისა და რესტავრაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი/. 

  • სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2016 წელს მოპოვებული ანთროპოლოგიური ნაშთების კვლევის შედეგები.ლიანა ბითაძე - ანთროპოლოგი; შორენა ლალიაშვილი ანთროპოლოგი  /ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.  სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ანთროპოლოგიური კვლევები/.

  • სამშვილდის ნაქალაქარის განახლებული ელექტრონული გზამკვლევი -  სერგო ცირამუა /საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლის პროფესორი, სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის IT მიმართულების ხელმძღვანელი/.

იხ.ლინკი:

https://www.youtube.com/watch?v=ry0FUb5XJdc