2017-04-02

,,არქეოლოგია" - არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის სამეცნიერო ჟურნალი

31 მარტს საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა  არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ ,,არქეოლოგიას“ პირველი ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალში სტატიების სახითაა წარმოდგენილი სხვადასხვა ძეგლებზე შესრულებული  არქეოლოგიური კვლევების შედეგები, პროექტი ,,სამშვილდე“ და ინტერვიუ. ,,არქეოლოგია“ განკუთვნილია როგორც პროფესიონალთათვის, ისე არქეოლოგიის სპეციალობის სტუდენტთათვის. ჟურნალის შეძენა შესაძლებელია საქართველოს უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში.

 https://youtu.be/7aI_bDtHT-g