2016-04-22

სამშვილდის ნაქალაქარის აერო ფოტო და ვიდეო გადაღება. 2016

საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სამშვილდის ნაქალაქარის აერო ფოტო და ვიდეო გადაღება განახორციელა.  ცალცალკე იქნა გადაღებული ნაქალაქარის სამივე უბანი და აქ განლაგებული ცალკეული ობიექტები. მოპოვებული მასალა ინახება საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის, ანტროპოლოგიისა და ხელოვნების დეპარტამენტში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოები ძეგლზე პირველად განხორციელდა, შედეგები ძალზედ მნიშვნელოვანია, ამჟამად მიმდინარეობს მასალის დეშიფრირება.