2015-11-10

„სამშვილდის ნაქალაქარის ელექტრონული გზამკვლევი“

ა(ა)იპ „ტურიზმის გეოინფორმაციულმა ცენტრმა“ /პროფ. კ. აბულაძე, პროფ. ს. ცირამუა/ /www.travelgis.ge/, რომელიც იკვლევს საქართველოს ტურისტულ რესურსებს, აპროექტებს ახალ მარშრუტებსა და ქმნის ცენტრალიზებულ გეომონაცემთა ბაზას, საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებთან ერთად განახორციელა სამშვილდის ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსის ტურისტული პოტენციალის კვლევა, ტურისტული მარშრუტის დაპროექტება და მისი ინტეგრაცია ვებ/მობილურ აპლიკაციაში TravelGIS.

  აპლიკაცია სამენოვანია /ქართული, ინგლისური, რუსული/ და მასზე წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია სამშვილდის ნაქალაქარის სახელოვნებათმცოდნეო, ისტორიული და არქიტექტურული ობიექტების შესახებ. აქვეა განთავსებული ინფორმაცია იმ არქეოლოგიური უბნების შესახებ, სადაც გათხრებს აწარმოებს საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია პროფ. დ. ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით /www.samshvilde.ge/.

  ვებ და მობილური აპლიკაცია ხელს შეუწყობს სამშვილდის ნაქალაქარის სამეცნიერო და ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და პოპულარიზაციას. აპლიკაცია TravelGIS უფასოა და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია Android და iOS პლატფორმის მობილურ მოწყობილობებში Play Store და App Store-დან.

სამშვილდის ნაქალაქარის ელექტრონული გზამკვლევი იხილეთ:

http://travelgis.ge/Tours?show=88&language=ka-GE&_=1444558693733