2015-06-21

საქართველოს უნივერსიტეტმა სამშვილდის გეოფიზიკური კვლევები დაიწყო

   საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ნაქალაქარის გეოფიზიკური კვლევები დაიწყო. გეოარქეოლოკაციური მეთოდების გამოყენებით შესწავლილ იქნა ძეგლის კონკრეტული უბნები (300 კვმ.). საველე კვლევებს ხელმძღვანელობს ექსპედიციის გეოფიზიკოსთა ჯგუფი ფიზიკის მეცნიერებათ დოქტორ დ. ოდილავაძის ხელმძღვანელობით.

   ძეგლის სამ უბანზე გატარებულ იქნა 15 მეტრი სიგრძის გეოფიზიკური პროფილები სხვადასხვა სიმძლავრის ზონდით. მიღებული შედეგები წარმოდგენილი იქნება ექსპედიციის ყოველწლიურ საანგარიშო კონფერენციაზე მიმდინარე წლის დეკემბერში.   სამუშაოები შეთანხმებული იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. საველე კვლევები და კამერალური სამუშაოები განხორციელდა საქართველოს უნივერსიტეტის მატერიალური მხარდაჭერით.