2015-05-21

,,საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიური მუზეუმი''

 

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის #05/08-2598 ბრძანების საფუძველზე ,,საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიური მუზეუმი" რეგისტრირებულ იქნა საქართველოს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრში და მიენიჭა ოფიციალური მუზეუმის სტატუსი. 

   ,,საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიური მუზეუმი" დაფუძვნდა 2014 წლის 7 ნოემბერს. იგი აერთიანებს 8 საექსპოზიციო ვიტრინას, ორ ფონდსაცავს და ერთი ლაბორატორიას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია უნივერსიტეტის ,,სამშვილდის არქეოლოგიურ ექსპედიციის" მიერ მოპოვებული არტეფაქტები და ასევე, სხვადასხვა ძეგლების მასალები.

  

 მუზეუმი მდებარეობს საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსში, VI სართულზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში. სამუშაო საათები: 10:00-18:00. შესვლა თავისუფალია.