2014-07-01

პროექტი - სამშვილდე

Samshvilde

პროექტის შინაარსი

 მ. სანაძე -     ისტორიული ცნობები  სამშვილდის შესახებ  და არქეოლოგიური კვლევების ჩატარების მნიშვნელობა.

დ. ბერიკაშვილი - არქეოლოგიური ნაწილი.

თ. გაბუნია - სამშვილდის ნაქალაქარზე არსებული რიგი ძეგლების მოკლე არქიტექტურული ანალიზი და რეკომენდაციები.

გ. გაგოშიძე - ნაქალაქარ სამშვილდის რამდენიმე ძეგლის წინასწარული მცირე სახელოვნებათმცოდნეო კვლევა

ს. ცირამუა - გეოინფორმაციული ტექნოლოგიები და სამშვილდეს ისტორიული ნაქალაქარის GIS რუკა

                                         შესავალი

პროექტის მიზანი

წინამდებარე პროექტი მიზნად ისახავს ძველი საქართველოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქის სამშვილდის სამეცნიერო კვლევებს, აქ არსებული ობიექტების არქეოლოგიურ შესწავლას, მიწის ზედაპირზე არსებული ისტორიული ნაგებობების კონსერვაცია-რესტავრაციასა და ძეგლის პოპულარიზაციას.

მიზნის მიღწევის გზები და საშუალებები

გამომდინარე იქედან, რომ სამშვილდის ნაქალქარი ვრცელი და მასშტაბური ძეგლია, ამავე დროს დიდი ტურისტული პოტენციის მატარებელიც არის, ზემოთ აღნიშნული მიზნების მისაღწევად საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ეს გულისხმობს პროექტში ჩართული სუბიექტების მუდმივ, კოორდინირებულ მუშაობასა და შეთანხმებუ ქმედებებს. ასევე, სწორად დაგეგმილი და ეფექტური პიარის განხორციელებას. 

IMG_0037   პროექტის მონაწილეები

 დასახული მიზნის  განხორციელებისათვის საჭიროა პროექტში ჩართულ იყვნენ როგორც სამეცნიერო, ისე სახელმწიფო და კერძო იურიდიული პირები. საქართველოს უნივერსიტეტი, რომელსაც გააჩნია სათანადო სამეცნიერო ბაზა და რესურსი (როგორც მატერიალური, ისე ტექნიკური), კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება სამშვილდის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი გარანტიაა იმისა, რომ არქეოლოგიური და სარესტავრაციო სამუშაოები წარმატებულად და მაღალ კვალიფიციურ დონეზე წარიმართება.  ამავე დროს, პროექტს სხვადასხვა სპეციალობის მოწვეულ მეცნიერთა კვლევები უფრო მეტად ინფორმაციულსა და ეფექტურს გახდიან.

ურთიერთობა უცხოურ ინსტიტუტებთან

პროექტის წარმატებით განხორციელებისა და პოპულარიზაციის ერთერთი პირობაა ურთიერთობა უცხოურ სამეცნიერო დაწესებულებებთან და უნივერსიტეტებთან. ამგვარი კავშრები. ხელს შეუწყობს როგორც ძეგლის შესწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ასევე სამშვილდისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ისტორიის პოპულარიზაციას როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებში. 


სტუდენტების, მოსწავლეებისა და დაინტერესებულ პირთა ჩართულობა

პროექტის ერთერთი მთავარი მიმართულებაა სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებულ პირთა ჩართულობა საველე არქეოლოგიურ და სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში. სტუდენტები, ხელმძღვანელის მეთვალყურეობით მონაწილეობას მიიღებენ გათხრებში, გამოვლენილი ობიექტების პრეპარაციაში, კამერალურ სამუშაოებში და ასევე, არქეოლოგიური მასალის ფოტო და გრაფიკულ ფიქსაციაში. მოამზადებენ მათ მომავალი პუბლიკაციისა და ექსპოზიციისათვის.


პოპულარიზაცია და პიარი

სამშვილდის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა წინასწარ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით გამოეფინება საგამოფენო სივრცეში როგორც დროებით, ისე მუდმივ ექსპოზიციაზე. მოხდება ახალი აღმოჩენების უშუალოდ ძეგლზე პრეზენტაცია და გაშუქება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით. მოეწყობა და გაიმართება კონფერეცნიერბი (როგორც სამეცნიერო, ისე სტუდენტური) ახალი აღმოჩენებისა თუ შესრულებული კვლევების შედეგების შესახებ. სიახლეები განთავსდება სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ვებ-გვერდზე, სადაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს გაეცნოს ახალ აღმოჩენებს და ითანამშრომლოდ ექსპედიციასთან.
ამავე დროს, მოპოვებული არქეოლოგიური, პალეოგრაფიული თუ სახელოვნებათმცოდნეო მასალა გამოქვეყნდება შესაბამიი პროფილის სამეცნიერო ჟურნალებში.

DSC06281 პროექტის შედეგები

დასახული მიზნების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მივიღებთ:

1. თანამედროვე ტექნილოგიებითა და სტანდარტებით შესწავლილ ძეგლს, რომელიც ამავე დროს იქნება ტურისტული, საგანმანათლებლო და ისტორიული ცენტრი. არქეოლოგიურად შესწავლილ ობიექტებს, რესტავრირებულ ნაგებობებს და კარგად სტრატიფიცირებულ შუა საუკუნეების ნაქალაქარს, რომელიც მნიშვნელოვანი ,,მარკერი" გახდება ამ რეგიონში მდებარე, თუ ზოგადად, ამავე ტიპის სხვა ძეგლებისათვის.

2. არქეოლოგიურ მონაპოვარს როგორც ისტორიულ წყაროს, რომელიც ინვენტარიზირებულ იქნება ციფრულ ფორმატში. დამუშავებული არტეფაქტები ხელმისაწვდომი იქნება როგორც სტუდენტებისათვის, ასევე ქვეყნის წარსულით დაინტერესებული ყოველი ადამიანისათვის.

3. სამენციერო კონფერენციებს, სადაც წარმოდგენილი მოხსენებები ხელს შეუწყობს მეცნიერული სიახლეების მიმოქცევაში შეტანასა და ძეგლის პოპულარიზაციას. არქეოლოგიური მასალის პრეზენტაციას, სამუშაო ჰიპოთეზებისა თუ მიღებული კონკრეტული შედეგების გაცნობას საზოგადოებისათვის.

4. საგამოფენო სივრცეს, სადაც მოხდება უკვე დამუშავებული არქეოლოგიური ექსპონატების გამოფენა. ექსპოზიცია მოეწყობა წინასწარ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, რაც არტეფაქტებს წარმოაჩენს მაქსიმალურად ეფექტურად და ვიზუალურად საინტერესოდ. ექსპოზიცია მუდმივად შეივსება და განახლდება ახალ-ახალი მონაპოვარით.

5. საქართველოს უნივერსიტეტისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ურთიერთობა სანიმუშო მაგალითი იქნება სხვა სამეცნიერო დაწესებულებებისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ქვეყნის წარსული კვლევის პრობლემატიკით.

 

P.S. პროექტი სრული სახით ინახება საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტში.